Skip to main content

კონფიდენციალობისა და ქუქი-ფაილების პოლიტიკა

ძალაში შესვლის თარიღი: წინამდებარე კონფიდენციალობისა და ქუქი-ფაილების პოლიტიკა ძალაში შედის  27 July, 2022.

კონფიდენციალობისა და ქუქი-ფაილების პოლიტიკა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვრცელდება Sony Pictures Entertainment Inc.-ის ნებისმიერ ვებსაიტზე, აპლიკაციაზე და ონლაინ საშუალებაზე (შინაარსი), რომლებიც უკავშირდება ამ კონფიდენციალობისა და ქუქი-ფაილების პოლიტიკას (პოლიტიკა).

წინამდებარე პოლიტიკაში ჩვენ ვიყენებთ „SPE“-ს, ან „ჩვენ“ და „ჩვენს“-ს, Sony Pictures Entertainment Inc.-ს და/ან მის გარკვეულ შვილობილი კომპანიების ერთიანად აღსანიშნავად, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პერსონალური საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დამუშავებაზე („პერსონალური მონაცემები“) თქვენს შესახებ და , რომლებიც არიან თქვენი პერსონალური მონაცემების „მაკონტროლირებელი ერთეულები“. SPE სუბიექტი, რომელიც პასუხისმგებელია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, ჩვეულებრივ, არის კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტულ შინაარსს ან აქტივობას, რომელიც გიკავშრდებათ. ადგილობრივი SPE პასუხისმგებელი ერთეულის სანახავად გთხოვთ დააწკაპუნოთ აქ. თუ ჯერ კიდევ არ ხართ დარწმუნებული შესაბამისი SPE ერთეულის შესახებ ან თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვები ამ პოლიტიკის შესახებ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ აქ მოცემული ვარიანტების გამოყენებით.Sony Pictures Entertainment Inc.– ის კორპორატიული ოფისები მდებარეობს შემდეგ მისამართზე: 10202 West Washington Boulevard, Culver City, California 90232 USA.

ჩვენ ვიცავთ ამ პოლიტიკას მოქმედი კანონების შესაბამისად იქ, სადაც ვმუშაობთ. ზოგიერთ იურისდიქციაში ჩვენ შეიძლება მოგაწოდოთ დამატებითი კონფიდენციალობის და/ან ქუქი-ფაილების შეტყობინებები, რომლებიც სპეციფიკურია ამ პროდუქტებისთვის ან რეგიონისთვის შესაბამის ტერიტორიებზე.

 

საკვანძო პუნქტები

თითოეული ამ საკვანძო პუნქტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პოლიტიკის სრული ფორმულირება ქვემოთ.

 თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია

ჩვენ ვაგროვებთ თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების გარკვეულ კატეგორიებს.

 მესამე მხარეების მიერ შეგროვებული ინფორმაცია

ჩვენ აგრეთვე ვიღებთ თქვენ შესახებ გარკვეულ პერსონალურ მონაცემებს მესამე მხარისგან, როგორიცაა მესამე მხარის აპლიკაციები და მონაცემთა პროვაიდერები.

 თქვენი ინფორმაციის გამოყენების მიზანი და სამართლბრივი საფუძველი

ჩვენ ვიყენებთ პერსონალურ მონაცემებს იმისთვის, რომ თქვენ შეძლოთ შინაარსის მახასიათებლების გამოყენება, გაიაროთ რეგისტრაცია, გამოიწეროთ, გაანალიზოთ თქვენ მიერ შინაარსის გამოყენებადა მიიღოთ მოთხოვნილი შინაარსი, რომელიც უკავშირდება ჩვენს ფილმებს, ჩვენს სატელევიზიო პროგრამებს და სხვა შეთავაზებებს. თუ ამას მოითხოვს კანონი, ჩვენ ვეყრდნობით უამრავ სამართლებრივ საფუძველს თქვენი პერსონალური მონაცემების დასამუშავებლად, მათ შორის, როდესაც ასეთი დამუშავება აუცილებელია ხელშეკრულების შესასრულებლად, როდესაც ეს არის ჩვენი ან მესამე მხარის ლეგიტიმური ინტერესები, თქვენი თანხმობა, ან სადაც ეს არის აუცილებელია ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად.

 ქუქი-ფაილები და მსგავსი ტექნოლოგიები

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს და სხვა თვალსადევნებელ ტექნოლოგიებს შინაარსისა და რეკლამის პერსონალიზაციისთვის და ჩვენი შინაარსის გასაუმჯობესებლად. თუ ამას მოქმედი კანონმდებლობა მოითხოვს, ჩვენ მხოლოდ თქვენი თანხმობის საფუძველზე შევასრულებთ ამ ქმედებებს.

 თქვენი ინფორმაციის გაზიარება

თქვენს პერსონალურ მონაცემებს საჯაროდ ვამჟღავნებთ, როდესაც თქვენ აქვეყნებთ მომხმარებლის მიერ შექმნილ შინაარსს ჩვენი საიტების ან პროგრამების საშუალებით. ჩვენ შეგვიძლია გავუზიაროთ პერსონალური მონაცემები ჩვენს ბიზნეს პარტნიორებს ან Sony ჯგუფის სხვა კომპანიებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ჩვენ ასევე ვუზიარებთ მონაცემებს მესამე მხარეებს, რომლებიც ჩვენი სახელით ამუშავებენ მონაცემებს ან როდესაც ასეთი გაზიარება კანონით არის მოთხოვნილი, ან გარკვეულ სხვა სიტუაციებში.

 საერთაშორისო გადაცემა

ჩვენ გადავცემთ თქვენს პირად მონაცემებს შეერთებულ შტატებს ან სხვა იურისდიქციებს, სადაც ჩვენ ან ჩვენი მომსახურების მიმწოდებლები მდებარეობენ. ჩვენ გვაქვს შესაბამისი გარანტიები ამ გადაცემების დასაფარად, საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის,  EEA-დან ან გაერთიანებული სამეფოდან გადაცემის შემთხვევებში).

 თქვენი უფლებები

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენ შეიძლება გქონდეთ გარკვეული უფლებები, როგორიცაა წვდომის მოთხოვნა, შესწორება, წაშლა, უფლება გააპროტესტოთ ან გააუქმოთ თქვენი თანხმობა გარკვეულ დამუშავებაზე (პირდაპირი მარკეტინგის ჩათვლით), ან სხვა ქმედებები თქვენს პირად მონაცემებთან დაკავშირებით.

 მონაცემთა უსაფრთხოება

ჩვენ ვიღებთ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს პირადი მონაცემების დაკარგვის, ბოროტად გამოყენების, შეცვლის ან უნებლიე განადგურებისგან დასაცავად.

 კონტრაქტით მოთხოვნილი ინფორმაცია

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ ხართ იურიდიულად ვალდებული მოგვაწოდოთ რაიმე პერსონალური მონაცემები, თუ არ მოგვაწოდეთ გარკვეული პერსონალური მონაცემები, ჩვენ ვერ შევძლებთ შეასრულოთ თქვენთან ჩვენი კონტრაქტის ყველა პირობა ამ საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნებული გამოყენების პირობებით. პოლიტიკა.კონფიდენციალობის

 გადაწყვეტილების ავტომატური მიღება და პროფილირება

ჩვენ არ ვახორციელებთ რაიმე სრულად ავტომატიზირებულ გადაწყვეტილების მიღებას ან პროფილირებას, რომელსაც აქვს იურიდიული ან ანალოგიურად მნიშვნელოვანი გავლენა თქვენზე.

 შენახვა

ჩვენ ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს არა უმეტეს ვადით, ვიდრე ეს აუცილებელია იმ მიზნის შესასრულებლად, რისთვისაც ისინი დამუშავდება.

 ცვლილებები ამ პოლიტიკაში

ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ კონფიდენციალობისა და ქუქიფაილების პოლიტიკა, მაგალითად, კანონში ცვლილებების, ჩვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების პრაქტიკის, შინაარსის მახასიათებლების ან ტექნოლოგიური წინსვლის ასახვის მიზნით.

 კონტაქტი

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა,  კომენტარი, ან გსურთ რაიმე საკითხის განხილვა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ აქ მოცემული ინფორმაციის გამოყენებით.

თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია

ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ შემდეგი კატეგორიის „პერსონალური მონაცემები“, რომელსაც თქვენ გვაწვდით შინაარსის გამოყენებისას:

  • საიდენტიფიკაციო მონაცემები: ინფორმაცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს განგასხვავოთ თქვენ სხვა პირებისგან. ეს ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს შემდეგს: სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, სქესი, საფოსტო მისამართი, მომხმარებლის სახელი, პაროლი და ანგარიშის უსაფრთხოების კითხვების პასუხები.
  • საკონტაქტო ინფორმაცია: ინფორმაცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ თქვენთან კონტაქტი. ეს შეიძლება შეიცავდეს შემდეგს: ელფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი.
  • ელექტრონული ჩანაწერები: ეს ინფორმაცია მოიცავს გარკვეულ მონაცემებს თქვენს შესახებ ან თქვენი მოწყობილობის შესახებ, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ თქვენ მიერ შინაარსზე წვდომისას.
  •  თქვენი ჩანაწერები ან კომენტარები: ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით ჩვენს ერთ-ერთ კონკურსში, პრიზების გათამაშებაში ან ერთ-ერთ გამოკითხვაში ან მომხმარებელთა კვლევაში მონაწილეობისას.
  • თქვენი მოთხოვნები: ინფორმაცია, რომელსაც თქვენ მოგვაწვდით, როდესაც დაგვიკავშირდებით და დაგჭირდებათ მომხმარებელთა მხარდაჭერის მომსახურება.
  • მომხმარებლის მიერ შექმნილი შინაარსი: ჩვენ ასევე შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით ჩვენი შინაარსის საშუალებით, როგორიცაა ფოტოსურათები, ვიდეო გამოსახულებები ან სხვა შინაარსი, რომელიც შეგიძლიათ ატვირთოთ.
  • გამოყენების ინფორმაცია: ჩვენ და ჩვენი მესამე მხარის პარტნიორებს და მომსახურების მიმწოდებლებს, როგორიცაა Google Analytics და/ან Adobe Analytics, შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა ტექნოლოგიები, რომლებიც აგროვებენ და გვაწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ხდება შინაარსზე წვდომა და მისი გამოყენება. გამოყენების ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს თქვენი ინტერნეტ ბრაუზერის ტიპს და ვერსიას, ოპერაციულ სისტემას, მომსახურების მიმწოდებელს, თქვენ მიერ გახსნილ ვებგვერდებს, ვიდეოებს და პროგრამებს, მათ ნახვის დროსა და ხანგრძლივობას, თამაშის ან ვიდეოების ისტორიას,უნარების დონეს, თქვენს შესახებ დემოგრაფიულ ინფორმაციას (როგორიცაა თქვენი ასაკი, სქესი, ენა, მდებარეობა და ინტერესის სფეროები, თუ ეს შესაძლებელია), დროის ზონას, ენას და რას უყურებდით ჩვენს შინაარსზე წვდომამდე. ამ ინფორმაციის შეგროვების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, აგრეთვე იხილოთ განყოფილება ქუქის და მსგავსი სათვალთვალო ტექნოლოგიების შესახებ.
  • მოწყობილობის იდენტიფიკატორი: ჩვენ ასევე შეგვიძლია ავტომატურად მივიღოთ თქვენი IP მისამართი ან კომპიუტერის, მობილური მოწყობილობის, ტექნოლოგიის ან თქვენ მიერ შინაარსზე წვდომისთვის გამოყენებული სხვა მოწყობილობის სხვა უნიკალური იდენტიფიკატორი. უნიკალური იდენტიფიკატორი არის ნომერი, რომელიც ავტომატურად ენიჭება თქვენს მოწყობილობას ვებგვერდზე ან მის სერვერებზე წვდომისას და ჩვენი კომპიუტერები ამოიცნობს თქვენს მოწყობილობას ამ ნომრით. მობილური სერვისების ზოგიერთმა პროვაიდერმა შეიძლება ასევე მოგვაწოდოს იმ მოწყობილობის ფიზიკური მდებარეობა, რომელიც გამოიყენება შინაარსზე წვდომისათვის. ამ ინფორმაციის შეგროვების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, აგრეთვე იხილოთ განყოფილება ქუქის და მსგავსი სათვალთვალო ტექნოლოგიების შესახებ.

ჩვენი საიტები და აპლიკაციები შეიძლება შეიცავდეს ბმულებს სხვა საიტებზე, რომლებიც არ გვეკუთვნის ან რომლებსაც არ ვაკონტროლებთ. როდესაც თქვენ ტოვებთ ჩვენს საიტს ან პლატფორმას, თქვენი ინფორმაცია შეიძლება შეგროვდეს მესამე მხარის მიერ და ექვემდებარება მათი კონფიდენციალობის და ქუქი-ფაილების შეტყობინებას.

მესამე მხარეების მიერ შეგროვებული ინფორმაცია

შინაარსი შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის („მესამე მხარის სერვის(ები)“) შინაარსთან, მიერთებად მოდულებთან, ვებსაიტებთან, ადგილმდებარეობებთან, პლატფორმებთან, პროგრამებთან ან სხვა სერვისებთან დაკავშირებულ ჰიპერბმულებს. ამ მესამე მხარის სერვისებმა შეიძლება გამოიყენონ საკუთარი ქუქი-ფაილები, ვებ-შუქურები და თვალთვალის სხვა ტექნოლოგია, დამოუკიდებლად შეაგროვონ ინფორმაცია თქვენ შესახებ და მოითხოვონ თქვენი პერსონალური მონაცემები. ასეთ შემთხვევებში, წინამდებარე პოლიტიკის ნაცვლად მოქმედების მათი კონფიდენციალობის პოლიტიკა.

შიგთავის ზოგიერთი ფუნქცია იძლევა ურთიერთქმედების შესაძლებლობას შიგთავსისა და მესამე მხარის სერვისებს შორის, როგორიცაა მესამე მხარის სოციალური ქსელები (სოციალური ქსელის ფუნქციები). სოციალური ქსელის ფუნქციების მაგალითები მოიცავს შემდეგს: საშუალება გეძლევათ გაგზავნოთ ისეთი შიგთავსო, როგორიცაა კონტაქტები და ფოტოები შიგთავსსა და მესამე მხარის სერვისს შორის; SPE-ს შიგთავსის „მოწონება“ ან „გაზიარება“; შიგთავსის სისტემაში შესვლა თქვენი მესამე მხარის მომსახურების ანგარიშის გამოყენებით (მაგ., Facebook Connect სერვისში შესასვლელად); შეგიძლიათ სხვაგვარად დაუკავშიროთ შიგთავსი მესამე მხარის სერვისს (მაგ., ინფორმაციის ამოღება ან გადატანა შიგთავსზე ან შიგთავსიდან). თუ თქვენ იყენებთ სოციალური ქსელის ფუნქციებს და პოტენციურად სხვა მესამე მხარის სერვისებს, ინფორმაცია, რომელსაც აქვეყნებთ ან მასზე წვომას იძლევით, საჯაროდ გამოჩნდება თქვენ მიერ გამოყენებულ შიგთავსზე ან მესამე მხარის სერვისზე. ანალოგიურად, თუ თქვენ განათავსებთ ინფორმაციას მესამე მხარის სერვისზე, რომელიც შეიცავს შიგთავსს (მაგ. SPE-ს ან Sony-ს ჯგუფის კომპანიებთან დაკავშირებული ჰეშტეგს გამოყენებით ტვიტერში ან სტატუსის განახლებაში), თქვენ მიერ გამოყენებული პორსტი შეიძლება გამოყენებულ იქნას შიგთავსზე ან მასთან დაკავშირებით ან სხვაგვარად SPE-ს და Sony-ს ჯგუფის კომპანიების მიერ. ასევე, SPE-ს და მესამე მხარეს შეიძლება ჰქონდეთ წვდომა თქვენ შესახებ გარკვეულ ინფორმაციაზე და თქვენ მიერ შინაარსისა და მესამე მხარის სერვისის გამოყენებაზე. მესამე მხარის სერვისებმა შეიძლება გარკვეულ გარემოებებში მიაწოდოს SPE-ს გარკვეული პერსონალური მონაცემები, როგორიცაა საიდენტიფიკაციო მონაცემები, საკონტაქტო ინფორმაცია, თქვენი კომენტარები და მომხმარებლის მიერ გენერირებული შინაარსი, გამოყენების ინფორმაცია, დასკვნები თქვენ შესახებ და მოწყობილობის იდენტიფიკატორები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვაკონტროლებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მესამე მხარეებთან ერთად, ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას ამ ურთიერთობის შესახებ შეგროვების ადგილზე ან ქუქი-ფაილების თანხმობის ხელსაწყოს მეშვეობით (Cookie Consent Tool).

თქვენი ინფორმაციის დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი

ჩვენ ვიყენებთ ზემოთ აღწერილი პერსონალური მონაცემების კატეგორიებს შემდეგი მიზნებისათვის, და სადაც ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი საფუძველი, ჩვენ ვეყრდნობით შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებს:

გასაფორმებლად ან სახელშეკრულებო საკითხების მოსაგვარებლად:

  • საიტზე ან აპში თქვენი რეგისტრაციის დასამუშავებლად, კონკურსში მონაწილეობის, პრიზების გადაცემის უზრუნველსაყოფად
  • ჩვენი მომსახურების პირობებში ან პოლიტიკებში არსებული ინფორმაციის ცვლილების ან სხვა შეტყობინებების გამოსაგზავნად
  • თქვენ მიერ ინიცირებული გადახდის დასამუშავებლად ან თქვენი შეკვეთის ან გამოწერის მომსახურების შესასრულებლად
  • თქვენი ონლაინ ანგარიშის ან გამოწერების სამართავად

ჩვენი ან მესამე მხარის კანონიერი ინტერესების მიზნებისათვის, თუ ამის საჭიროება წარმოიქმნა. ეს ინტერესები ჩამოთვლილია ქვემოთ:

  • საიტებისა და აპების შინაარსზე და ფუნქციებზე წვდომის უზრუნველსაყოფად
  • თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდება
  • ჩვენი ვებსაიტების და აპების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არაავტორიზებული ან მავნე ქმედებებისგან დაცვის გზით
  • წინამდებარე პოლიტიკასთან და სხვა პოლიტიკასთან ერთად გამოქვეყნებული გამოყენების პირობების დაცვის უზრუნველყოფა
  • სხვა ორგანიზაციებისათვის (როგორიცაა საავტორო უფლებების მფლობელები) მათი უფლებების დაცვის უზრუნველყოფა
  • თქვენი სავარაუდო ადგილმდებარეობის დადგენა და ჩვენი შინაარსის ადაპტირება (მაგ. ენა, ვალუტა, ტერიტორიული შეზღუდვები)
  • შინაარსის, მათ შორის პერსონალური შინაარსის მიწოდება ჩვენი სტრიმინგის სერვისების ფარგლებში
  • იმის გასაანალიზებლად, თუ როგორ გამოიყენება კონტენტი (მათ შორის, ნახვების სიხშირე და ხანგრძლივობა)
  • ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად, მათ შორის გამოკითხვის ან მომხმარებელთა კვლევის მეშვეობით მოწოდებული თქვენი გამოხმაურებისა და კომენტარების გაანალიზების მიზნით
  • თქვენთვის რეკლამებისა და შეთავაზებების მორგება, თუ ეს ნებადართულია მოქმედი კანონმდებლობით
  • რომ მოგაწოდოთ მომხმარებელთა მხარდაჭერა

როდის მოითხოვება თქვენი თანხმობა:

  • როდესაც გვთხოვთ გამოგიგზავნოთ მარკეტინგული ინფორმაცია ისეთი გზით, რომ ჩვენ გვჭირდება თქვენი თანხმობა (მაგალითად, ელფოსტით გაგზავნილი მარკეტინგული მასალა)
  • თქვენთვის რეკლამისა და შეთავაზებების მორგება, სადაც თანხმობა საჭიროა მოქმედი კანონმდებლობით
  • როდესაც მოქმედი კანონმდებლობა ითხოვს თქვენს თანხმობას ქუქუ-ფაილების ან სხვა მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, აგრეთვე იხილოთ ქუქი-ფაილების და მსგავსი სათვალთვალის ტექნოლოგიების შესახებ მოცემული ნაწილი.
  • სხვა შემთხვევებში, როდესაც ჩვენ ვითხოვთ თქვენს თანხმობას, იმ მიზნით, რომელსაც განგიმარტავთ
  • როდესაც ონლაინ მომსახურებას ვუწევთ ბავშვებს  და შესაბამისი დამუშავება მოითხოვს თანხმობას კანონით მოთხოვნილ ზომით (მაგალითად, იმის გამო, რომ ბავშვი შესაბამის ასაკობრივ ზღვარს ქვემოთაა) ამისათვის ჩვენ ვითხოვთ მშობლის ან მეურვის თანხმობას.

როდესაც ეს აუცილებელია ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად:

  • მთავრობის, მარეგულირებელი ორგანოების, სასამართლო ან სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის პასუხად, რომლებიც აწარმოებენ გამოძიებას.
  • სსაგადასახადო ან ბუღალტრული აღრიცხვის წესები ან სხვა სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად მოქმედი კანონმდებლობით.

ქუქი-ფაილები და მსგავსი ტექნოლოგიები

ქუქი -ფაილები, ვებ-შუქურები (ასევე ცნობილი როგორც „სათვალთვალო პიქსელები“) და სხვა სათვალთვალოტექნოლოგიები შეიძლება გამოყენებულ იქნას SPE-ს და მესამე მხარის, მათ შორის Sony ჯგუფის სხვა კომპანიების მიერ, ინფორმაციის შეგროვების მიზნით, შინაარსთან ან ელფოსტასთან ინტერაქციის შესახებ, რომლებსაც SPE გიგზავნით, მათ შორის ინფორმაციის დათვალიერების და შესყიდვის შესახებ.

სათვალთვალო ტექნოლოგიების სამი მიზნით ვიყენებთ:

  • თქვენ მიერ მოთხოვნილი სერვის(ებ)ის და კონფიგურაცი(ებ)ის უზრუნველსაყოფად: მაგალითად, იმისთვის რომ თქვენ შეძლოთ ეფექტურად ნავიგაცია გვერდებს შორის, იყოთ სისტემაში შესული ვიზიტისას, შინაარსში შეცდომების და ხარვეზების აღმოსაჩენად და შეინაარსი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფოდ. ჩვენ, როგორც წესი, ვაგროვებთ ანგარიშის ინფორმაციას, როგორიცაა მომხმარებლის სახელი და პაროლი, მოწყობილობის იდენტიფიკატორები, გამოყენების ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ხარვეზებთან, შეცდომებთან ან შინაარსის უსაფრთხოების საკითხებთან და თქვენ მიერ ამ მიზნებისთვის უპირატეს კონფიგურაციასთან დაკავშირებით.
  • თქვენი ინტერესებისადმი მორგებული რეკლამების და შინაარსის რეკომენდაციების საჩვენებლად: მაგალითად, ჩვენ ვიყენებთ სათვალთვალო ტექნოლოგიებს, რომ დავიმახსოვროთ თქვენთვის საინტერესო შიგთავსი და შემდეგ გამოვიყენოთ, რაც დაგვეხმარება მოგაწოდოთ უფრო შესაბამისი რეკლამები თქვენთვის, მათ შორის, როდესაც სხვა საიტზე ხართ. სათვალთვალო ტექნოლოგიები ასევე გვეხმარება შევზღუდოთ რეკლამის ნახვის რაოდენობა, გავზომოთ სარეკლამო კამპანიების ეფექტურობა და მივიღოთ ინფორმაცია ჩვენ და სხვებმა, სწორად არის თუ არა რეკლამები განთავსებული. ამ მიზნით ჩვენ ჩვეულებრივ ვაგროვებთ საკონტაქტო ინფორმაციას, მოწყობილობის იდენტიფიკატორებს, როგორიცაა IP მისამართი და გამოყენების ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი რეკლამებთან ურთიერთქმედება და დათვალიერების ისტორია.

ჩვენ ასევე საშუალებას ვაძლევთ სხვა ორგანიზაციებს გამოიყენონ სათვალთვალო ტექნოლოგიები სარეკლამო მიზნებისთვის. გარდა ამისა, ჩვენ ვმუშაობთ მესამე მხარის პლატფორმებთან და ვებსაიტებთან (როგორიცაა სოციალური ქსელის პლატფორმები), რათა მოგაწოდოთ მიზანმიმართული რეკლამები ამ მესამე მხარის სერვისებსა და პლატფორმებზე თქვენთვის ან სხვებისთვის, და ჩვენ შეიძლება გადავიტანოთ თქვენი ელფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი ან სხვა ინფორმაცია. უნიკალურ ღირებულებად და მიაწოდეთ იგი მესამე მხარის პლატფორმებს შესაბამისი მიზნებისთვის. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ინფორმაცია ამ მესამე მხარის პლატფორმებისა და ვებსაიტების შესახებ ჩვენს Cookie Consent Tool-ში.

კანონით მოთხოვნილი ზომით, ჩვენ მოვითხოვთ თქვენს თანხმობას ამ ქუქი-ფაილების გამოყენებამდე. მესამე მხარის მიერ ზემოთ აღწერილი ინტერესებზე დაფუძნებული რეკლამისათვის გამოყენებული გარკვეული ქუქი-ფაილების შესახებ, მათ შორის, მოწყობილობის თვალთვალის მეშვეობით და ასეთი ქუქი-ფაილების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდებს ან იხილეთ თქვენი მოწყობილობის პარამეტრები: Digital Advertising Alliance, Network Advertising Initiative, Digital Advertising Alliance-Canada, European Interactive Digital Advertising Alliance.

  • თქვენ მიერ ბრაუზერის გამოყენების გამოცდილების გასაანალიზებლად ფა გასაუმჯობესებლად: გავაანალიზოთ რომელი შიგთავსია ყველაზე პოპულარული და ყველაზე მეტად ნახვადი და რომელი ყველაზე ნაკლებად და მივიღოთ ზოგადი ინფორმაცია შიგთავსის მომხმარებლების შესახებ (როგორიცაა ასაკი, სქესი და ინტერესები). ჩვენ ასევე ვიმახსოვრებთ თქვენ მიერ გაკეთებულ არჩევანს, როგორიცაა თქვენი ენა ან რეგიონი, თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად და პერსონალიზებისთვის. ამ მიზნით ჩვენ, ჩვეულებრივ, ვაგროვებთ მოწყობილობის იდენტიფიკატორებს, როგორიცაა IP მისამართი და გამოყენების ინფორმაცია, როგორიცაა დათვალიერების ისტორია, მოწყობილობისა და ბრაუზერის ტიპი და ოპერაციული სისტემა. ჩვენ ვიყენებთ Adobe-ის, Google-ის და სხვა ანალიტიკურ სერვისებს, რომლებიც გვეხმარება გავაანალიზოთ და გავაუმჯობესოთ თქვენი დათვალიერების გამოცდილება, როგორც ეს მოცემულია ამ პუნქტში. შეგიძლიათ იპოვოთ მათი ქუქი-ფაილების პოლიტიკა შემდეგ ბმულებზე აქ Adobe-სთვის და აქ Google-ისთვის. კანონით მოთხოვნილი ზომით, ჩვენ მოვითხოვთ თქვენს თანხმობას ამ ქუქი-ფაილების დაყენებამდე. თუ გადაიფიქრებთ ან თუ არ გსურთ, რომ ჩვენ გამოვიყენოთ ინფორმაცია თქვენი ვიზიტების შესახებ, დააწკაპუნეთ აქ Adobe-ის და აქ Google- ის სერვისების გამოყენების უარყოფისთვის, ხოლო სხვა ანალიტიკური სერვისებისთვის მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას.

სათვალთვალო ტექნოლოგიების მართვის წესი

ჩვენ ვინახავთ ქუქი-ფაილებიდან შეგროვებულ ინფორმაციას კანონით ნებადართული მაქსიმალური ვადით.

კანონით მოთხოვნილ ზომით, ჩვენ მოვითხოვთ თქვენს თანხმობას და მოგაწვდით ამ პოლიტიკის ბმულს რაიმე არაარსებითი ქუქი-ფაილების (ზემოთ მოცემული (2) და (3) კატეგორიების ქუქი-ფაილები) დაყენებამდე და პიქსელის ტეგების გამოყენებამდე თქვენთვის გამოგზავნილ ელწერილებში (რასაც ჩვენ ვითხოვთ თქვენი პირდაპირი მარკეტინგული პრეფერენციების არჩევის დროს). თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააუქმოთ ეს თანხმობა ქვემოთ აღწერილი მეთოდების გამოყენებით.თუ თქვენ იყენებთ ჩვენს შინაარსს ბრაუზერის საშუალებით, სადაც არის ქუქი-ფაილები, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ქუქი-ფაილების პარამეტრები და ნებისმიერ დროს გააუქმოთ თქვენი თანხმობა ქუქი-ფაილების გამოყენებაზე თანხმობის ხელსაწყოს გამოყენებით.

თქვენ არ გჭირდებათ ქუქი-ჩანაწერების ჩართვა ჩვენი შინაარსის გამოსაყენებლად, მაგრამ მათი გამოყენების გამორთვამ შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს გამოცდილებაზე ჩვენს საიტებსა და აპებში.

გარდა ამისა: ბრაუზერების უმეტესობის მენიუს ზოლში არსებული დახმარების მენიუ გიჩვენებთ, თუ როგორ უნდა აუკრძალოთ ბრაუზერს ახალი ქუქი-ფაილების მიღება, როგორ წაშალოთ ძველი ქუქი-ფაილები, დააყენოთ შეტყობინება, რომ ბრაუზერმა გაცნობოთ ახალი ქუქი-ფაილების მიღების შესახებ და როგორ გამორთოთ ქუქი-ფაილების გამოყენება.

ადგილმდებარეობის აღმომჩენი ტექნოლოგიები

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ GPS (გლობალური პოზიციონირების სისტემები) პროგრამული უზრუნველყოფა, გეოფილტრაცია და სხვა ადგილმდებარეობის აღმომჩენი ტექნოლოგიები, რათა დავადგინოთ (ზოგჯერ ზუსტად) თქვენი მდებარეობა ისეთი მიზნებისათვის, როგორიცაა თქვენი მდებარეობის დადასტურება და შიგთავსის მოწოდება ან შეზღუდვა (მაგ. ტერიტორიული შეზღუდვების შემთხვევაში) და გიჩვენოთ რეკლამა თქვენი ადგილმდებარეობის მიხედვით. თქვენ შეგიძლიათ გამორთოთ გეოლოკაციის ზუსტი აღმოჩენა თქვენს მოწყობილობაზე და/ან ჩვენს შიგთავსში მდებარეობის პარამეტრების საშუალებით (თუ ეს შესაძლებელია).

PlayStation, Apple iOS, Android Devices, და სხვა დაკავშირებული მოწყობილობები

ამ მოწყობილობებით გარკვეულ აპლიკაციებზე წვდომისას, ქუქი-ფაილები და სხვა სათვალთვალო ტექნოლოგიები ავტომატურად შეინახება თქვენს მოწყობილობაზე შემდეგი მიზნებისათვის: თქვენი სისტემაში დარჩენა, მშობელთა კონტროლის PIN კოდების მართვა და სხვა კანონით დაშვებული მიზნები. ეს ქუქი-ფაილები აუცილებელია პროგრამის მუშაობისთვის. იმის მიხედვით, თუ რომელ მოწყობილობას იყენებთ, შეიძლება შეგეძლოთ უარი თქვათ ან წაშალოთ ეს ქუქი-ფაილები მოწყობილობიდან პარამეტრების საშუალებით ან აპლიკაციის ან თქვენი ანგარიშის წაშლით.

თქვენი ინფორმაციის გაზიარება

ჩვენ შეგვიძლია გავაზიაროთ თქვენი პირადი მონაცემები შემდეგ გარემოებებში:

  • თქვენი თანხმობით (მარკეტინგული და სარეკლამო მასალის ჩათვლით) თუ შეგვიძლია მოვითხოვოთ თქვენი თანხმობა თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარებაზე მესამე პირებისთვის მათი მარკეტინგული მიზნებისათვის და თუ თქვენ თანხმობას განაცხადებთ, ჩვენ გავაზიარებთ მათ კანონის თანახმად. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია გავაზიაროთ თქვენი პერსონალური მონაცემები მარკეტინგულ და სარეკლამო პარტნიორებთან ან ბიზნეს-პარტნიორებთან. თქვენი თანხმობის მიღებისას, ჩვენ წარმოგიდგენთ იმ მესამე პირების შესახებ დეტალურ ინფორმაციას, რომლებსაც ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. ზოგჯერ, თქვენი ინტერაქტიული ფუნქციის, ვიჯეტის ან პროგრამის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ, რომ ჩვენ გავუზიაროთ თქვენი პერსონალური მონაცემები მესამე მხარეს და, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ამას  შევასრულებთ, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად. გარდა ამისა, თუ თქვენ აირჩევთ დარეგისტრირებას წახალისების მიზნით, როგორიცაა კონკურსი ან საპრიზო გათამაშება, თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება იყოს გამჟღავნებული მესამე პირებისთვის ასეთი აქტივობის ადმინისტრირების მიზნით და ასეთი აქტივობის პირობების შესაბამისად. ეს ასევე შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შევა გამარჯვებულთა სიაში ან განთავსდება საუკეთესოთა სიაში. თუ თქვენ  მომხმარებლის მიერ შექმნილ შიგთავსს განათავსებთ საიტსა თუ აპლიკაციაში, ეს შიგთავსი საჯაროდ იქნება გამჟღავნებული.
  • მესამე მხარეები, რომლებიც უზრუნველყოფენ მომსახურებას ჩვენი სახელით. ჩვენ ვზიარებთ მონაცემებს ჩვენს ბიზნეს პარტნიორებს, ასევე მესამე პირებს, რომლებიც ასრულებენ ფუნქციებს ჩვენი სახელით, როგორიცაა ჩვენი საიტისა და პროგრამების ჰოსტინგი ან ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ელფოსტის გაგზავნა, მარკეტინგული და სარეკლამო მომსახურების გაწევა და მონაცემთა ანალიზის განხორციელება. როდესაც თქვენ ყიდულობთ რაიმეს ჩვენს ერთერთ საიტზე ან აპლიკაციაში, ჩვენ გავუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებს თქვენი ბარათის გადახდის დამუშავების და შეკვეთის მიწოდების მიზნით.
  • შვილობილ კომპანიებთან გაზიარება. ჩვენ ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს SPE-ს სხვა ერთეულებს, რომლებიც მონაწილეობენ მონაცემების დამუშავებაში ზემოთ ჩამოთვლილი მიზნებისათვის. ჩვენ ასევე შეგვიძლია გავუზიაროთ თქვენი პერსონალური მონაცემები Sony ჯგუფის სხვა კომპანიებს ანალიტიკური მიზნებისთვის, ანგარიშის ავთენტიკაციის, ანგარიშის მართვისა და პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამ ნაწილის შესაბამისად გაზიარებული პერსონალური მონაცემების მართვაზე პასუხისმგებელი პირები ჩამოთვლილია აქ.
  • ბიზნესის რეორგანიზაცია. SPE ან მისი ნებისმიერი აქტივი, შიგთავსის ჩათვლით, შეიძლება გაიყიდოს, ან დაექვემდებაროს სხვა გარიგეგებს, რომლებშიც თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება ჩაითვალოს გარიგების ერთ-ერთ ბიზნეს აქტივად. ამ შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეს შემსყიდველს ან მომავალ მყიდველს კანონით ნებადართულ ფარგლებში, როგორც გარიგების ნაწილი, ან წინდახედულობის პროცესის ნაწილი.
  • სავალდებულო გამჟღავნება და სამართლებრივი დაცვა. ჩვენ შეგვიძლია გავუზიაროთ ინფორმაცია მთავრობასა და სამართალდამცავ ორგანოებს და სხვა მხარეებს, რომლებიც ჩართულნი არიან ან განიხილავენ სამართალწარმოებას სამართლებრივი ვალდებულების შესასრულებლად, როდესაც ჩვენ გვჯერა, რომ კანონი ამას მოითხოვს, რომ შეამოწმოს ან აამოქმედოს ჩვენი ამ პოლიტიკასთან დაკავშირებული გამოყენების პირობები, ან როდესაც ეს აუცილებელია ჩვენთვის ან მესამე მხარისთვის ჩვენი ან მათი უფლებების, ქონების, უსაფრთხოების ან კონფიდენციალობის დასაცავად.

საერთაშორისო გადაცემა

ჩვენს შიგთავსის ჰოსტინგს და მართავს უზრუნველვყოფთ ჩვენ ან ჩვენი სერვისის პროვაიდერები შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში. ამრიგად, თქვენი პერსონალური მონაცემები გადაეცემა და დამუშავდება შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში, სადაც შესაძლოა მონაცემთა დაცვის იგივე დონე არ იყოს უზრუნველყოფილი როგორც თქვენს ქვეყნაში. იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაიცეს, გთხოვთ, იხილოთ აქ. ჩვენ უზრუნველვყოფთ შესაბამის დაცვას საერთაშორისო გადაცემაზე, როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული მონაცემთა საერთაშორისო გადაცემებისთვის. რაც შეეხება ტრანსფერებს, რომლებიც მომდინარეობს ქვეყანიდან ან რეგიონიდან, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო ან ევროპის ეკონომიკური ზონა (EEA), და თუ გადაცემა არ არის ისეთ ქვეყანაში, რომელიც ექვემდებარება ადეკვატურობის შესახებ გადაწყვეტილებას ან ადეკვატურობის რეგულირებას (ან ექვივალენტს),ჩვენ შევასრულებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს ტრანსსასაზღვრო გადაცემის საკითხების გადასაჭრელად, როგორც ამას მოითხოვს კანონი, როგორიცაა, EEA-სთან დაკავშირებით, ევროკომისიის მიერ დამტკიცებული სტანდარტული სახელშეკრულებო პუნქტები; და გაერთიანებულ სამეფოსთან, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სტანდარტული სახელშეკრულებო პუნქტები. ასეთი კანონების თანახმად, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ შესაბამისი მექანიზმების ასლი, ამისათვის, დაგვიკავშირდით აქ მოცემული გზით. თუ ოქმედი კანონმდებლობა ითხოვს თქვენს თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების საერთაშორისო ტრანსფერზე, შიგთავსის გამოყენებით და თქვენი პერსონალური მონაცემების მოწოდებით, თქვენ ეთანხმებით თქვენი პირადი მონაცემების საერთაშორისო გადაცემას.

თქვენი უფლებები

თუ მოქმედი კანონმდებლობა მოითხოვს, თქვენ შეიძლება გქონდეთ უფლება მიიღოთ ჩვენგან დასტური იმის შესახებ, რომ ჩვენ ვინახავთ თქვენთან დაკავშირებულ გარკვეულ პერსონალურ მონაცემებს, გადაამოწმოთ მათი შინაარსი, წარმოშობა და სიზუსტე, ასევე შეიძლება გქონდეთ წვდომის, გადახედვის, გადატანის, წაშლის ან თანხმობის დაბლოკვის ან გაპროტესტების ან გაუქმების უფლება გარკვეული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (თანხმობის გაუქმებამდე დამუშავების კანონიერებაზე ზემოქმედების გარეშე). კერძოდ, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ, რომ ჩვენ არ გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, როდესაც ჩვენ ვაწარმოებთ პროფილიზაციას უშუალო მარკეტინგული მიზნებისათვის ან ნებისმიერი სხვა მიზნისთვის, რაზეც ვრცელდება თქვენი თანხმობა.

გთხოვთ, ეწვიოთ ამ გვერდს იმისათვის, რომ წარადგინოთ მოთხოვნა თქვენი მოქმედი უფლებების გამოსაყენებლად და დაგვიკავშირდეთ კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული ზოგადი კითხვებით. ჩვენ შეიძლება მოვითხოვოთ გარკვეული ინფორმაცია იმ პირის ვინაობის გადამოწმების მიზნით, რომელსაც სურს თავის პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა.

ჩვენ გონივრული ძალისხმევით შევეცდებით მოთხოვნილი ცვლილებების შეტანას ჩვენს მაშინდელ აქტიურ და შესაბამის სამომხმარებლო მონაცემთა ბაზებში, რაც შეიძლება მალე, მაგრამ ყოველთვის არ არის შესაძლებელი  შევცვალოთ, წავშალოთ ან ამოვიღოთ  თქვენი ინფორმაცია ან საჯარო შეტყობინება ჩვენი მონაცემთა ბაზებიდან და ნარჩენი და/ან ქეშირებული მონაცემები შეიძლება დარჩეს არქივის სახით თუ ჩვენ მიერ ამ მონაცემების შენახვა ექვემდებარება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თქვენი მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესრულებისგან გათავისუფლებასგარდა ამისა, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევინახოთ თქვენი პერსონალური მონაცემები (ა) მოქმედი კანონმდებლობით; (ბ) როგორც ამას მოითხოვს შესაბამისი კანონი; და (გ) იმ პერიოდით, რამდენადაც გონივრულად აუცილებელია იმ მიზნების შესასრულებლად, რისთვისაც მონაცემები ინახება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოქმედი კანონმდებლობით ეს აკრძალულია

თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ ელფოსტის საინფორმაციო ბიულეტენების მიღებაზე, ამისთვის უნდა მიჰყვეთ ამავე ელფოსტით მოწოდებულ ინსტრუქციებს. თუ დარეგისტრირდებით SMS ან MMS შეტყობინებების მიღებაზე, შეგიძლიათ გააუქმოთ ეს შეტყობინებები, ამისთვის უნდა გასცეთ პასუხი „STOP“. მარკეტინგულ კომუნიკაციაზე უარის თქმა არ იქონიებს გავლენას სატრანზაქციო ანგარიშის შეტყობინებეზე.

მონაცემთა უსაფრთხოება

ჩვენ ვიღებთ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს, რათა დავიცვათ პერსონალური მონაცემები დაკარგვის, ბოროტად გამოყენების, შეცვლის ან უნებლიე განადგურებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ თქვენი ინფორმაცია, ჩვენ ვერ ვუზრუნველყოფთ ასეთი ინფორმაციის უსაფრთხოებას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ უსაფრთხოების ზომები არ არის სრულყოფილი ან შეუღწევადი. თუ თქვენ გაქვთ საფუძველი იფიქროთ, რომ თქვენი ურთიერთქმედება ჩვენთან აღარ არის უსაფრთხო, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ დაუყოვნებლივ, „კონტაქტის“ გვერდზე მოცემული გზით.

კონტრაქტით მოთხოვნილი ინფორმაცია

თქვენ არ მოგეთხოვებათ მოგვაწოდოთ კონფიდენციალობისა და ქუქი-ფაილების პოლიტიკაში განსაზღვრული ყველა პერსონალური მონაცემი, რომ გამოიყენოთ ჩვენი შიგთავსი ან გქონდეთ ჩვენთან კავშირი ინტერნეტ ქსელის გარეშე, მაგრამ გარკვეული ფუნქციები არ იქნება ხელმისაწვდომი, თუ არ მოგვაწვდით გარკვეულ პერსონალურ მონაცემებს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება ვერ შევძლოთ თქვენს მოთხოვნაზე პასუხის გაცემა, თქვენთან კონტრაქტის გაფორმება, მარკეტინგული მასალის მოწოდება, რომელიც, ჩვენი აზრით, თქვენთვის მნიშვნელოვანია.

კონფიდენციალობის

გადაწყვეტილების ავტომატიზირებული მიღება და პროფილირება

ჩვენ არ ვახორციელებთ გადაწყვეტილების ავტომატიზირებულ მიღებას ადამიანის ჩარევის გარეშე, პროფილირების ჩათვლით, ისე, რომ წარმოქმნას იურიდიული ეფექტი თქვენზე ან სხვაგვარად მნიშვნელოვნად იმოქმედოს თქვენზე.

შენახვა

პერსონალური მონაცემებისთვის, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ ზემოთ აღწერილი მიზნებისთვის, ჩვენ ვინახავთ ასეთ პერსონალურ მონაცემებს არა უმეტეს იმ პერიოდის განმავლობაში, რაც აუცილებელია ამ კონფიდენციალობისა და ქუქი-ფაილების პოლიტიკაში ასახული მიზნების შესასრულებლად. ეს შეიძლება მოიცავდეს პერსონალური მონაცემების შენარჩუნებას იმ პერიოდზე მეტ ხანს, რომლისთვისაც ჩვენ გაწვდით ჩვენს სერვისებს საგადასახადო, კორპორატიული, შესაბამისობის, სასამართლო და სხვა კანონიერი უფლებებისა და მოვალეობების გადასაჭრელად. ჩვენ ვინახავთ მარკეტინგულ საქმიანობასთან დაკავშირებულ პერსონალურ მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული პერიოდის განმავლობაში (თუ არ გააუქმებთ თანხმობას ადრეულ ეტაპზე) და მოთხოვნის შემთხვევაში ჩვენ უსაფრთხოდ წაშლით ასეთ მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ცვლილებები ამ პოლიტიკაში

ჩვენ შეიძლება დროდადრო განვაახლოთ ეს კონფიდენციალობისა და ქუქი-ფაილების პოლიტიკა, რადგანაც ჩვენი სერვისები და კონფიდენციალობის პრაქტიკა იცვლება, ან ამას იმოთხოვს კანონი. ჩვენი კონფიდენციალობისა და ქუქი-ფაილების პოლიტიკის მოქმედი თარიღი განთავსებულია ზემოთ და ჩვენ გირჩევთ პერიოდულად ეწვიოთ ჩვენს ვებსაიტს, რომ იყოთ ინფორმირებული ჩვენი კონფიდენციალობის პრაქტიკის შესახებ. ჩვენ გამოვაქვეყნებთ კონფიდენციალობისა და ქუქი-ფაილების პოლიტიკის განახლებულ ვერსიას ჩვენს ვებსაიტზე და მოვითხოვთ თქვენს თანხმობას როდესაც ამას ითხოვს მოქმედი კანონმდებლობა.

კონტაქტი

თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან კომენტარი ამ კონფიდენციალობის და ქუქი-ფაილების პოლიტიკასთან ან ჩვენს კონფიდენციალობის პრაქტიკასთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ აქ, ერთ-ერთ ვარიანტზე დაწკაპუნებით, ან მოგვწეროთ აქ ჩამოთვლილი ერთეულების შესაბამის მისამართზე.

თქვენ ასევე შეიძლება გქონდეთ უფლება შეიტანოთ საჩივარი მონაცემების დაცვის სამეთვალყურეო ორგანოში იმ ქვეყანაში, სადაც თქვენ ცხოვრობთ, მუშაობთ, ან თვლით, რომ დაირღვა მონაცემთა დაცვის წესი.

***